თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრებ ოთარ პატარიძეს უმასპინძლა. თსუ-ის ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრში მონაწილეობა, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და ოთარ პატარიძის ოჯახის წევრები.
მიმდინარე წლის 3 ივლისს, ოთარ და თინა პატარიძეების ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ელისე პატარიძის პირადი არქივი გადმოეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა. უნიკალური საარქივო მასალები ელისე პატარიძის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს მოიცავს.